ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკას კორონავირუსისგან უკვე 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ერთი გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ამჟამად კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 11 პაციენტი რჩება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.