ქურდობისთვის საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლებმა ამ ქვეყანაში საქართველოს ატაშეს ხელშეწყობით დააკავეს საქართველოს 5 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ 35 ბინის გაქურდვა.

ბერძენ სამართალდამცავთა განცხადებით, ბრალდებულები, რომელთა შორის ერთი “კანონიერი ქურდია”, წინასწარ აგროვებდნენ მონაცემებს, შემდეგ ძარცვავდნენ ბინებს და ნაძარცვს ყიდდნენ. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ დროის რა მონაკვეთში ჰქონდა ადგილი ქურდობის ფაქტებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივად მოქმედებენ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიკიდევ ერთი აფხაზი, რომელიც ვლადიმერ ეტუშის საქმეში ფიგურირებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დომინოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის