ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას პასუხობს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” მფლობელობაში დღეს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეთავაზებას, მიჰყიდოს “რუსთავი 2”-ის კოლექტივს ტელევიზია, “გურია ნიუსთან” პასუხობს:

“გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას” – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით “არც გვარამიაა მოლაპარაკებების მეტრი”.

– ვიცით, რომ მილიონები მისთვის minor issue არის ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს.

ბატონო ქიბარ, არც იმას ივიწყებ და გახსენებენ, რომ თავის დროზე, თქვენც სხვისგან წართმეული მიიღეთ…

– წამრთმევი ვინ იყო? დასაჯონ გვარამია და მიშა, ვის რას აბრალებენ? თავიანთ მიშას ჰკითხონ”, – აღნიშნა ხალვაშმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი – მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება
შემდეგი სტატიამე სოლიდარული ვარ იმ მენეჯმენტის, ვინც გააკეთა ეს შეთავაზება – ზურა კიწმარიშვილი