სანდრა რულოვსი – მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება

სანდრა რულოვსი – მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
რულოვსის თქმით, მედიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ ხელისუფლებას შემოუბრუნდება. ”უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება გასცდა ყველანაირ ზღვარს. ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ხაზი და ეს ყველაფერი უკან, თავად ხელისუფლებას შემოუბრუნდება. მნიშვნელოვანია არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება და დღეს ასეთი ძლიერი ორგანიზმი არის „რუსთავი2”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში(Video) “ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ” – Freedom House
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას პასუხობს