ქეთი ქოჩორაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2016 15:51

ქეთი ქოჩორაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის ქეთი ქოჩორაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ მას დათო ავალიანის სასარგებლოდ საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმა მოსთხოვა, რაზეც ქოჩორაშვილი არ დათანხმდა და მეორე დღეს მელიამ განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

“გუშინ მე და ნიკა მელიამ ვისაუბრეთ და ნიკამ მომთხოვა, რომ მე საკრებულოს დეპუტატობაზე მეთქვა უარი, რადგან ის თვლიდა, რომ ეს უფრო მეტად ჭირდებოდა დათო ავალიანს, რომელსაც სასამართლოში აქვს საქმე და ერთგვარად დაცვა იქნებოდა დეპუტატობა მისთვის. მე ნიკას უარი ვუთხარი და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ ჩვეულებრივად გავაგრძელებდით თანამშრომლობას. დღეს, როდესაც მოვედი ოფისში, ნიკამ მითხრა, რომ შენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულიაო. მე მოვთხოვე, რომ იქნებ გუნდთან ერთად განგვეხილა და მითხრა, რომ დამეტოვებინა ოთახი და მას ერთპიროვნული გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. ეს იყო ნიკას ერთპიროვნული გადაწყვეტილება ჩემი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ქეთი ქოჩორაშვილმა.

ქოჩორაშვილი ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელია საუბრისას იმეორებდა, რომ ის იყო ქალი და მის ერთ-ერთ კოლეგას მეტად სჭირდებოდა დეპუტატობა.

„ზეწოლა იყო, რადგან ნიკა საუბროს დროს, მთელი საუბრის განმავლობაში იმეორებდა, რომ შენ ხარ ქალი, შენ ახლა ემოციურად საზღვრავ, შენ ქალი ხარ და შენ სხვა სამსახურიც შეიძლება გჭირდება და ა.შ. რატომღაც ამაზე მახვილდებოდა ყურადღება, რომ მე ქალი ვარ და მას უფრო სჭირდებოდა, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას დეპუტატობა. მე პარტიის სიაში გენდერული კვოტით ვიყავი ათეულში მოხვედრილი და ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია”, -აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

კითხვაზე პარტიაში ნიკა მელია იღებს თუ არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ქეთი ქოჩორაშვილი პასუხობს:

“როგორც თვითონ მითხრა – კი. ესეც გამოდის. სხვა წევრებთან საუბარი არ მქონია, რადგან ნიკამ მითხრა რომ მან ერთპიროვნულად გადაწყვიტა ყველაფერი“.

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2016 15:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics