ირაკლი კობახიძე: მიმართვის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ იაფფასიანი კამპანიაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ “სამოქალაქო საზოგადოების” სახელით მიმართვის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანიაა, რომელიც არსებითად „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ხორციელდება.

როგორც კობახიძე აცხადებს, ამ კამპანიაში ჩართეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან.

„რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ ქვეყნის წინ წაყვანა გვსურს და შეგვიძლია კიდეც. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ-მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს“,-აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დატოვა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა პრემიერის კონსტიტუციური უფლებამოსილებები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ლარის კურსი დასტაბილურდება
შემდეგი სტატიაქეთი ქოჩორაშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება მისი პარტიიდან გარიცხვის თაობაზე