ქერჩის ხიდზე მომხდარი ინციდენტი რუსული დაზვერვის კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციაა – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ქერჩის ხიდის აფეთქების უკან რუსული დაზვერვა დგას. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსულ ძალოვან უწყებებში ახალი დაპირისპირება დაიწყო და ხიდის აფეთქებაში დამნაშავეს საკუთარ რიგებში ეძებენ.

„ქერჩის ხიდზე მომხდარი ინციდენტი რუსული დაზვერვის კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციაა. წარმოიდგინეთ, რუსული მხრიდან შემოვიდა სატვირთო, რომელიც ზუსტად იქ აფეთქდა, სადაც საწვავით დატვირთული მატარებელი იყო. აფეთქების შედეგად სავალი გზის ნაწილი ჩავარდა, თუმცა ძირითადი ნაწილი არ დანგრეულა. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს დანაღმული იყო. ამ ხიდს პუტინის ხიდს უწოდებენ, რომელსაც ოკუპანტები ლოგისტიკურ კვანძად იყენებენ. მისი დაზიანება ყველამ იცის რას ნიშნავს. დღეს რუსულ ძალოვან უწყებებში ახალი დაპირისპირება დაიწყო და ეძებენ დამნაშავეს საკუთარ რიგებში“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, გერმანიის რკინიგზაზე მომხდარ საბოტაჟთან რუსეთის შესაძლო კავშირებს სამართალდამცავები შეისწავლიან
შემდეგი სტატიაპრემიერი – უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება, მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს