“ქედზე ასვლა უკვე შეუძლებელია მონასტრის წევრებისთვისაც” – დავით გარეჯში გზა ყველასთვის დაიკეტა

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 15:20

“ქედზე ასვლა უკვე შეუძლებელია მონასტრის წევრებისთვისაც” – დავით გარეჯში გზა ყველასთვის დაიკეტა

გარეჯში აღარავის უშვებენ – თუკი აქამდე შეზღუდვები მხოლოდ მომლოცველებზე და ტურისტებზე ვრცელდებოდა, სალოცავებამდე მისასვლელი გზა ამჯერად სასულიერო პირებისთვისაც დაიხურა.

მონასტრის ტერიტორიაზე გაიზარდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა. ახლა აღდგომის ტაძრის ძირში სამჯერ უფრო მეტი სამხედრო კარავია გაშლილი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.

შესაბამისი ფოტოები მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა გაავრცელეს, სადაც ჩანს აზერბაჯანის მხრიდან გაზრდილი სამხედრო აქტივობა.

„ქედზე ასვლაც უკვე შეუძლებელია,შეუძლებელია არამხოლოდ მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, მონასტრის წევრებისთვისაც. მოთხოვნა ერთადერთია, რომ გამოყენებული იქნას ის ხელმოწერები და რუკა, რომლითაც უნდა განისაზღვროს საზღვარი. ეს არის 1996 წლის მოლაპარაკების შედეგად ალიევსა და შევარდნაძეს შორის დამტკიცებული რუკაა.

სადაც სამწუხაროდ ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა, მაგრამ უდაბნოს მონასტერს საფრთხე არ ემუქრებოდა,“- ამბობს მორჩილი ზაზა ტატუნაშვილი.

ტატუნაშვილი ადასტურებს, რომ ქედზე მესაზღვრეების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი.

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 15:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics