ცალსახად შერჩევითი სამართალია და პოლიტიკური რეპრესია – კახიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე

„ეს მოწმეები დაკითხულები არიან ამ მოვლენიდან ერთი თვის მერე და რატომღაც ეს დაემთხვა ოქრუაშვილის ხელისუფლებისთვის სხვადასხვა უსიამოვნო განცხადებებს,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ გააკეთა.

კახიძე 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის და ამბობს, რომ ზუსტად იმავე ქმედებისთვის დღემდე არაერთი პირია, დაუსჯელი.

„ყველასთვის ნათელია, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა იმიტომ, რომ კანონის უზენაესობით ამას ვერ ახსნიან. მათი მოკავშირეები, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფები დღემდე არიან დაუსჯელები იმავე ქმედებისთვის, რომელსაც ედავებიან ამ შემთხვევაში ოქრუაშვილს, ამიტომ, აქ არის ცალსახად შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური რეპრესია, როდესაც ხელისუფლება მოქმედებს არა კანონის მიხედვით და კანონიდან კი არ ამოდის, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან“, – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ქედზე ასვლა უკვე შეუძლებელია მონასტრის წევრებისთვისაც” – დავით გარეჯში გზა ყველასთვის დაიკეტა
შემდეგი სტატიაოქრუაშვილის დაკავების განკარგულება ივანიშვილმა გასცა – ზოდელავა