ქართველი მეომრის წერილი უკრაინიდან

უკრაინაში მებრძოლი ბატალიონ ,,დონბას უკრაინას,, მეთაურის მოადგილე დავით მარტიაშვილი საკუთარ გულისტკივილს წერილად აქვეყნებს…
,,ბევრი ვიფიქრე თუ რას ემსახურებოდა დაღუპული მებრძოლის ლანძღვა გინება და აზრი ამ ყველაფერს ერთი აქვს. საქართველოში დაინგრა ყველა ინსტიტუტი, ალბათ ერთი ეს იყო დარჩენილი და მცირე რიცხოვანი ნაძირალები მიმდგრები არიან და ახლა მებრძოლის ინსტიტუტს ამსხვრევენ.
გუშინ ბედის განგებამ ერთად შეგვყარა ნაციონალიც, ქოციონალიც და არავისტი… ყველა მებრძოლები ვართ პატარა ქვეყნიდან.
რა გჭირთ ხალხო.. ისტორია დივიწყეთ საერთოდ? ყველა დიდ პროცესებში ქართველი იყო, იყო და სახელიც დატოვა, ეს ეტყობა ჩვენი ერის განგება და ბედისწერაა.
არც მალუქები ვართ და არც მიშას ჯარისკაცები,უკრაინულ ქვედანაყოფებში შერეული ქართველი მებრძოლები ვართ,აქვს მამუკა მამულაშვილს მცდელობა ქართული ლეგიონის გაძლიერების ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ სირთულის დაძლევაში.
22 წელია გულით ვატარებ იმ უსამართლობის განცდას რომელიც თავზე დაგვატეხა ნაძირალა შევარნაძემ,მკვდარია მაგრამ ყოველთვის ვიტყვი რომ მოღალატე და ნაძირალა იყო,
სოჭის ხელშეკრულების შემდეგ ედურდს დამნაშავები ჭირდებოდა და ეს დამნაშავები ჩვენ აღმოვჩნდით ჯარი რომელიც ცარიელა ხელებით ვებრძოდით რუსეთს წელიწადი და 3 თვე. დავმარცხდით რათქმა უნდა საკუთარმა მთავარსარდალმა ტანკები და არტილერია წაგვართვა რაც დღემდე ძლიერი გვყავს საქართველოს.
ეს არ გვაკმარა დაბრუნებულებს საზოგადოების ყველა კარი დახშული დაგვხვდა და პროპაგანდა ჩვენს გაშავებაზე მუშაობდა… ესე იყო ედუარდის ნება.
მრავალმა ინერცით დაიწყო მოძრაობა და თავიც გადააყოლა… მცირემ მოახერხა ედუარდის არმიაში გენერლის ჩინის მიღება, არაფერი მაქვს მათი საწინაღმდეგო… მეგობრები არიან, თუმცა ვერ დაიკვეხნიან რომ ვეტერნებს რამე გაუკეთეს იმ თანამდებობებიდან, მაგრამ საერთო ფონზე მოხდა ის, რომ საქართველომ საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად საკუთარ ჯარს და შემდგომ ვეტერნებს ფეხები შეაწმინდა, არცერთი ქვეყანა არ მოქცევია ისე უზნეოდ თავის ვეტერნებს როგორც ეს საქართველომ გაკეთა!!! ზოგს ბოსელი უკეთესი აქვს ვიდრე ჩვენ ჰოსპიტალი, მაგრამ ამაზე ეხლა არა…
გუშინ გიგი კალანდაძეს ხელი ჩამოვართვი და შევურიგდი მიუტევე…  გამიჭირდა? ალბათ არა… იმიტომ რომ უცხო ქვეყანაში ვიბრძვით ერთად სხვა და სხვა ფრონტებზე. ჩემმა ახლობლებმა იციან რაზეც ვსაუბრობ, მაგრამ ვერ მიუტევებ და არ მიუტევებ ნაძირალა პატარა კაცუნას ყოფილ სახმელეთო ჯარების სარდლუკას ვინმე მამია ბალახაძეს (დედაჩემის სიკვდილი შენ კისერზე იქნება ყოველთვის, ქალის რომლის ხელიდანაც იკვებებოდი)

სამშობლო საქართველო, ერთ დროს მის თავისუფლებაზე ჩურჩულით ვლაპარაკობით. შემდეგ სიცოსხლეს ვაძლევდით და საბოლოდ ჩვენ მარგინალები ვართ და ის მუქთახორები რომლებიც მოაჯდნენ ქვეყანას და ყველაფერ ქართულს დედა მოუ***ეს… ისინი არიან ეხლა ერის მამები…
ამ ერთ წლის მანზილზე, ბევრმა იცის ვინც მე მიკავშირდებოდა… ყველანაირად შევაჩერე აქ ჩამოსვლა ასეულების და ალბათ ათასეულის… მაგრამ ახლა შეიცვალ ბევრი რამე თვითონ ჩემშიც და საერთო მდგომარეობაც.
კაცებო ვისაც გინდოდათ ჩამოსვლა და ბრძოლა, გელით! ოღონთ იცოდეთ არავითარი ხელფასი…  ჩვენ თვითონაც სიღატაკეში ვხოვრობთ. იარაღი? სეპარატისტებს მაგის მეტი რა აქვთ, ჩემი პირველი იარაღი ბრძოლაში მოვიპოვე, საჭმელი და ფორმა მადლობა ღმერთს გვყავს ვოლონტიორები ვინც პატივს მცემენ ამიტომ ძმებო ვისაც ბრძოლის ჟინი გაქვთ ომი აქ არის საერთო მტერთან!
დიდება საქართველოს!!! დიდება დედა სამშობლოს!!! მტერი აქ თუ გატყდება ჩვებთანაც გავტეხავთ. ორი არჩევანია ან თავისუფლება ან მონობა!
მე თავისუფალი ადამიანი ვარ ჩემ არჩევანში!,, წერს დავით მარტიაშვილი

banner
წინა სტატიაშითურქებმა აეროპორტი ზღვაზე გააშენეს (VIDEO)
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: მე არ შევცვლილვარ… შეიცვალა გარემოებები…