„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ, ეს იყო “ოცნების” ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა

პროცესმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” წარსული პოლიტიკური ძალაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკა ბესელიას განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და აღნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ, „ოცნება“ საკუთარი ხელით დამარხა.

„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარსულისკენ. ეს იყო “ოცნების” ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა, კიდევ ერთი გამოუყენებელი შანსი. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი მალე გახდება ცნობილი, რადგან პროცესმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც “ნაციონალური მოძრაობა” წარსული პოლიტიკური ძალაა”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიამ ეტაპზე ამერიკული სამხედრო ბაზის თემაზე საუბარი და განხილვები არ ყოფილა
შემდეგი სტატიალევან კობერიძეს ჰქონდა შანსი, არ აეწყო ფეხი სუბიექტური ინტერესებით მოძრავი პოლიტიკოსებისთვის