ქართული ტელევიზორი AG ხვალიდან გაყიდვაში ჩაეშვება

ქართული ტელევიზორი AG ხვალიდან გაყიდვაში ჩაეშვება

qartuli-televizoriთბილისი (GBC) – ხარისხის და ფასის შეფარდებით, იმედი გვაქვს, ბაზარზე ჩვენს ნიშას დავიკავებთ – ამ განწყობით იწყება პირველი ქართული LED ტელევიზორების რეალიზაცია.

ქართული ტელევიზორი AG 31 მაისიდან „გორგიას“ ქსელში შევიდა. კვირის ბოლომდე ის ტექნიკის სხვა მაღაზიებშიც გამოჩნდება და რთულ კონკურენტულ ბაზარზე მოიწევს ადგილისთვის ბრძოლა.

კომპანიის ფინანსური დირექტორის სოსო მაზმიშვილის განცხადებით, ტელევიზორის ეკრანის მომწოდებელი ერთ-ერთი ჰონგ-კონგური მწარმოებლია (კომპანია არ სახელდება), დანარჩენი ნაწილები ადგილზე იწარმოება და იწყობა.

32-იანი და 40-იანი LED ტელევიზორები ციფრული და საკაბელო სიგნალის მხარდაჭერით არის აღწურვილი და 3 წლიანი გარანტია მოყვება.

32 ინჩიანი ტელევიზორის ქარხნული ფასი 400 ლარი. 40 ინჩიანის 600 ლარი.

„საცალო ქსელში მათი ფასი გაიზრდება, თუმცა ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – ამბობს მაზმიშვილი და აღნიშნავს, რომ ძირითადი გათვლა საშუალოშემოსავლიან სეგმენტზე კეთდება.

აზერბაიჯანულ-ქართული კომპანია “AG მიკროელექტრონიქსი“ ორი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. AG Telekom -ის საწარმო რუსთავში 2013 წელს გაიხსნა. ქარხანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო set top box-ებს, ლედ ნათურებს, myvideo-ს TV Box-ებს და სხვა ტექნიკას აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე
შემდეგი სტატიასაია “რუსთავი 2-ის” საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს