ირმა ინაშვილის კომენტარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

"კოალიცია "ქართული ოცნება" რეალურად უკვე დაიშალა"„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილის დღეს გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით გადაცემა „პრიორიტეტში“ კომენტარს აკეთებს.
„ბიძინა ივანიშვილის წერილში ჩემი აზრით არ არის „ნაცმოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის აღიარებაზე საუბარი, როგორც ეს საზოგადოებამ გაიგო. ეს სასაცილოა. თუკი ის „ნაცმოძრაობას“ ახსენებს, ამას მხოლოდ ორი ფაქტორიდან გამომდინარე აკეთებს: პირველი შიდა პოლიტიკას უკავშირდება. პარტია 9 წელი ხელისუფლებაში იყო და ამიტომ ივანიშვილი ახლანდელ მდგომარეობას წინა რეჟიმს ადარებს, და მეორე – ამ წერილით ივანიშვილი დასავლეთს გზავნილს უკეთებს, მოგეხსენებათ, ეს წერილი მხოლოდ საქართველოში არ იკითხება, მას კითხულობენ ვაშინგტონში, ბრიუსლში და სტრასბურგში და ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს კიდევ ერთხელ ახსენებს, რა იყო ის წინა ხელისუფლება და რითი განსხვავდება „ქართული ოცნება“ წინა რეჟიმისაგან, რადგანაც მანაც და საზოგადოებამაც კარგად იცის, როგორ მუშაობს პიარულად „ნაცმოძრაობა დასავლეთში“ – თქვა ინაშვილმა.

მისივე განცხადებით , „ნაცმოძრაობა“ დასავლეთს ატყუებს და ატყუებს ოსტატურად და ქართულმა ოცნებამ კი ვერ მოახერხა თავისი სიმართლე აეხსნა დასავლეთისთვის. ინაშვილის თქმით, მისთვის წერილში რამდენიმე საინტერესო მომენტია: 1. ეკონომიკური ნაწილი, რაზეც ექსპერტებმა უნდა ილაპარაკონ, თუმცა პირადი შტაბეჭდილება ასეთია, რომ მას ეჩვენება რომ ეს პუნქტი წერილში „ნათელ ფერებშია“ გადმოცემული, რადგანაც, ამხელა წინსვლისა და რეფორმების ფონზე,რაზეც საუბარია ივანიშვილის წერილში, მოქალაქეების ცხოვრება უნდა შეცვლილიყო, რაც ასე არ არის. „როგორ შეიძლება შენი ეკონომიკა პროგრესირებდეს და 77 ათასი ბავშვი შიმშილით გიკვდებოდეს, ათასობით დედა არასაკმარისად იკვებებოდეს. ქვეყანაში სიღატაკის, შიმშილის, სიდუხჭირის პრობლემაა“ – ამბობს ინაშვილი. ის ასევე ივანიშვილის წერილში გამოყოფს დემოკრატიის მაღალ ხარისხზე საუბარს. „დემოკრატია მხოლოდ უფლებები და თავისუფლებები არ არის. ეს არის დაბრკოლება ხელისუფლებისათვის, რომ მან ხელისუფლების უზურპაცია არ მოახდინოს. სამწუხაროდ , ვერ შეიცვალა სისტემა და ამ ნაწილშიც მე არ ვეთანხმები ბატონ ბიძინას. მართალია, დღეს ხელისუფლება სრულ უზურპაციას ვერ ახდენს, საბედნიეროდ, მაგრამ კონკრეტულ მიმართულებებში უზურპირებული აქვს მაგალითად საარჩევნო სივრცე, არ გაძლევენ ნომერს, ცესკოში წევრს არ გაძლევენ, საეთერო დრო უნდათ წაგართვან, ყველანაირად გზღუდავენ და ეს მიშას გზაა“ – თვლის ირმა ინაშვილი.
„ჩვენ რომ მოვსულიყავით 2012 წელს, ჩვენ „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას ავკრძალავდით ქვეყანაში, მაღალი თანამდებობის პირებს რა დავატოვებინებდით საქართველოს და ვაგებინებდით პასუხს. ამ განუკიხაობით ძალიან ცუდი მაგალითი მისცა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს. ხალხი იმედგაცრუებულია“ – ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი. რომელიც თვლის, რომ მაშინ, როცა მისი პარტია მოვა ხელისუფლებაში, „ახალი პარტიებისთვის პოლიტიკურ ველს შევქმნით, კანონმდებლობას შევცვლით, არ დავუშვებთ იმას, რომ სასამართლო მურუსიძეებს გადავაბაროთ, ჩვენ ძალიან საინტერესო პროგრამები გვაქვს ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის და ა.შ სფეროებში“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია მაისაშვილის მორიგი ფეისბუქ-პოსტი: “თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს მეტი წერა აღარ შემიძლია”
შემდეგი სტატიაქართული ტელევიზორი AG ხვალიდან გაყიდვაში ჩაეშვება