„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

დეპუტატების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო საკითხებთან ერთად, კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების, ვიცე-სპიკერისა და პირველი ვიცე-სპიკერის კანდიდატურებს შეეხება. ამასთან, სავარაუდოდ ცნობილი გახდება, რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები გუშინდელ შეხვედრაზე.

უმრავლესობის შეხვედრაზე ასევე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

უმრავლესობის სხდომამდე, გუშინ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა განაცხადეს, შეხვედრა საარჩევნო საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრა მმართველი პარტიის ოფისში 10:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშითუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დავტოვებ
შემდეგი სტატიაადიგენში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა