„ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ-ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად

ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რა არის ოპოზიციის შეთანხმებული ვერსია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება – 100/50 მიუღებელია.

„სტატუსკვო, რომელშიც „ქართული ოცნება“ ცდილობს, გვამყოფოს გაუგებარი 100/50 პროპორციით, ეს ვერსია არის მიუღებელი. ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში და ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რა არის შეთანხმებული ოპოზიციური ვერსია, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის დაახლოებული საერთო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. გასაგებია, „ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ-ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად. კომიკურია 100/50-ზე და ამას არავინ დათანხმდება“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არ ყოფილა მსჯელობა 120/30-ზე მოდელთან დაკავშირებით.

„ამაზე არავის უმსჯელია. შეხვედრა ახლა იწყება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ერთმანეთზე დამოკიდებული, ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ვსხედვართ, ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ხალხთან. ხალხის დაკვეთა არის პროპორციული არჩევნები ან ისეთი მოდელი,

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს