მიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირად შტაბთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

„ვერ გეტყვით, რა პერსპექტივა ექნება ამ შტაბს. როგორც ვხვდები, ეს არის ბატონი სააკაშვილის ინიციატივა,რომ იქ ახალგაზრდული ორგანიზაციები და არასამთავრობოები ან საზოგადოების წარმომადგენლები შეკრიბოს, გააძლიეროს საკუთარი პარტია, ეს მისი უფლება გახლავთ. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ყოველ შემთხვევაში ეს მე არ მეხება, ვისაც ენდომება, შეუძლია, მივიდეს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, სააკაშვილის პირად შტაბთან ვითანამშრომლო. ჩვენ აქ ოპოზიციური პარტიები ვთანამშრომლობთ ამ ფორმატში და ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს,რომ აბსოლუტურად სწორად მიგვაჩნია ის ფორმატი, რომელშიც ვთანამშრომლობთ. მე ჩემი პოზიცია და ჩემი დამოკიდებულება გითხარით. როგორც ის ამბობს, აპირებს ოპოზიციას მოუმატოს მხარდამჭერები,მათ შორის ისინი, ვინც ნეიტრალურები არიან.თუ ამას შეძლებს, შეძლებს. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან ხსნის შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ოპოზიციურ ძალებთან ერთად ითანამშრომლებს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს სჩვევია, რომ მის გარშემო ყველამ რაღაცა შეცდომა დაუშვა სადღაც, გარდა მისი საკუთარი თავისა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ რატომ იგონებს ახალ-ახალ ტყუილებს თავის გასამართლებლად