“ქართული ოცნება” და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან – მაიკლ გალერი

“ქართული ოცნება” და მისის ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი X-ზე წერს და გუშინ, 20 აპრილს, თბილისში გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს.

“საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება” და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს აქვს შანსი გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის შექმნას პროევროპული ალტერნატივა, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება.” – წერს გალერი.

banner
წინა სტატიაშიისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია