“ქართული ოცნება” აშშ-ში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის საერთაშორისო მდივან კახა კუჭავასთან და პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანთან ერთად სენატორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, კობახიძემ სენატორებს, რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე “დეტალური ინფორმაცია” მიაწოდა.

“ირაკლი კობახიძემ სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგის პროცესზე. საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი, იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად”, – წერია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის. აშშ-ში ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში წავა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიდავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ვაქცინით ჯამში სულ 26 427 პირი აიცრა