„ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში“

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას შეეხო. საუბარი იყო ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და მიმდინარე საკითხებზე.

„დღეს სამუშაო შეხვედრა იყო. მივაწოდეთ ინფორმაცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ანუ ის, რაზეც პრესაში და ზოგადად, ღიად ვსაუბრობთ. რაც შეეხება ავსტრიაში გამართულ შეხვედრას, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ შესაბამის შედეგს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ენერგიის ხელსაყრელი მიწოდება და ის ამას რთულ პირობებში აკეთებს”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: თუ რუსეთი სომხეთს ირანიდან მიაწვდის ბუნებრივ აირს, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება