ქალები ნაკლებად ნანობენ შემთხვევით სექსზე, თუკი ის მათი ინიცირებულია

ახალგაზრდა ქალები ნაკლებად ნანობენ შემთხვევით სექსზე, თუკი ის მათი ინიცირებულია – ასეთია ნორვეგიელი და ამერიკელი ფსიქოლოგების კვლევის შედეგები. მანამდე, იმავე საკითხის შესწავლისას სხვა შედეგი იყო – ერთი ღამის სექსის შემდეგ ქალები ხშირად განიცდიდნენ სინდისის ქენჯნას, ვიდრე მამაკაცები.
ნორვეგიაში 547 სტუდენტი გამოიკითხა, აშშ-ში კი – 216. აღმოჩნდა, რომ მამაკაცისა და ქალის ძირითად ფაქტორს რეაქციისას განსაზღვრავს თუ ვინ იყო ინიციატორი.
კვლევის მონაწილეები 30 წლამდე ასაკის იყვნენ.

ადრინდელი კვლევების მიხედვით, მამაკაცები ნაკლებად ნანობდნენ სექსზე იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო მისი ინიციატორი.
“ქალები, რომლებიც სექსს სთავაზობენ სხვას, მინიმუმ ორი კარგი თვისებით გამოირჩევიან, პირველი – მათ სექსისადმი ჯანმრთელი დამოკიდებულება აქვთ და საკუთარ სექსუალობას კომფორტით იღებენ, მეორე – ქალ-ინიციატორებს არჩევანის დიდი საშუალება აქვთ და ირჩევენ ვისთან უნდათ სექსი, ამიტომ, ისინი არ ნანობენ თავიანთ არჩევანს” – ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ბასი.

banner
წინა სტატიაშიკანაფის ბაზარი გერმანიაში – რა შეიცვალა ლეგალიზაციის შემდეგ
შემდეგი სტატიასჯობს პრეზიდენტმა თავისი დღის წესრიგს მიხედოს – გოგიჩაიშვილი