პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

“არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა ვაღიარო. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ მომზადდეს გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. რაც სასწრაფოდ უნდა შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი მოვლენების განვითარებაზე და სისხლისღვრაზე, დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. ამ გადაწყვეტილებებში რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს”, – თქვა პუტინმა.

https://youtu.be/bVeqgiLFl9I

 

რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.

 

https://youtu.be/utlkBEF347c

banner
წინა სტატიაშიპუტინი – ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად შეიქმნა სბაჭოთა უკრაინა, რომელსაც დღესაც შეიძლება ვუწოდოთ ლენინის სახელობის უკრაინა
შემდეგი სტატიადონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევაა – მიშელი