პუტინმა მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პურინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარანაღში საომარი მოქმედებების აღდგენის გამო – ამის შესახებ რუსული მედია, პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსკოვი ეუთოს მინსკის ჯგუფთან კონსულტაციებს გადის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ. „მხარეებს მოთმინებისკენ და ძალადობის დაუყოვნებლივ აღკვეთისაკენ მოვუწოდებთ. სიტუაციის განვითარებას ვაკვირდებით“ – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გამწვავდა. აზერბაიჯანი და სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყების სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშიდღეს გადაწყდება რა ფორმით მიიღებს „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას
შემდეგი სტატიაკოალიციაში თუ კოალიციის გარეთ – ,,ეროვნული ფორუმის“ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი