პუტინმა ერდოღანს გაზი მანდარინში გაუცვალა

14620057_654835738009950_341655573_nთურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ 23-ე ენერგეტიკულ მსოფლიო კონგრესზე მყოფმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთთან გაზის ,,თურქული ნაკადის,, (სხვა სახელით ,,სამხრეთის ნაკადი,, რედ.) მშენებლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თურქეთს თავის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანის ნებართვა დართო…
თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, იმ თურქული პროდუქტების ჩამონათვალზე, რომლებიც რუსეთის ბაზარზე დაბრუნდებინა, სამთავრობოთაშორისო კომისია იმუშავებს, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ პირველად რუსულ ბაზარზე კურკოვანი და ციტრუსოვანი პროდუქტები ბრუნდება.
პუტინი და ერდოღანი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზეც შეთანხდნენ და რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ერდოღანი რუსეთთან ერთად მხარს უჭერს გაერო-ს წარმოდაგენლის აკურის წინადადებას, რომლის მიხედვითაც სირიის ალეპო ოპოზიციურმა ძალებმა უნდა დატოვონ და უბრძოლველად ჩააბარონ ასადის ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთთან ,,ნანატრი,, შეთანხმება გააფორმა
შემდეგი სტატიატაშ-ფანდური საარჩევნო უბანზე… ქვემო ქართლში… (ვიდეო)