რუსეთმა თურქეთთან ,,ნანატრი,, შეთანხმება გააფორმა

14657709_654804311346426_1105165441_nთურქული მედიის ცნობით, დღეს სტამბულში თურქეთმა და რუსეთმა გაზსადენის პროექტის – ,,თურქული ნაკადის,, (სხვა სახელით ,,სამხრეთის ნაკადი,, რედ.) მშენებლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო შეთანხმება გააფორმეს…
შეთანხმების ხელმოწერა თურქეთისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრების ბერატ ალბაირაქის და ალექსანდრ ნოვაკის მიერ მოხდა, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით.
რპოექტის მიხედვით საუბარია რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერზე გამავალ გაზის ორ მილზე, რომელთაგან ერთი მხოლოდ თურქეთისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეორე ევროპისთვის – თურქეთისა და ბულგარეთის გავლით. თითოეული მილის გამტარუნარიანობა 15 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, წელიწადში. აღსანიშნავია, გაზპრომის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, მან თურქული მხარისაგან ყველანაირი ნებართვა უკვე მიიღო მშენებლობის დასაწყებად, რომელიც რუსების გათვლით 2019 წელს უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ,,თურქენის ნაკადის,, მშენებლობა, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გავლენით, რუსეთსა და თურქეთს შორის წლების მანძილზე დაუსრულებელი მოლაპარაკებების მიზეზი იყო და მასზე შეთანხმებას, თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ექსპერტები საერთოდ გამორიცხავდნენ… თუმცა თურქეთში მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, გადატრიალების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჰეთიულაჰ გიულენის თურქეთისათვის არგადმოცემამ, თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობები გაართულა… რუსეთთან კი – პირიქით, დაათბო თურქეთის ურთიერთობები, რასაც ზემოაღნისნული შეთანხმების ხელმოწერაც მოჰყვა..

banner
წინა სტატიაში24 ათას 667 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი
შემდეგი სტატიაპუტინმა ერდოღანს გაზი მანდარინში გაუცვალა