პუტინმა და ობამამ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს

პუტინმა და ობამამ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილეს

პუტინმა და ობამამ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია განიხილესრუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ბარაკ ობამამ გუშინ სატელეფონო დიალოგში უკრაინაში და სირიაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასეს – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯოშ ერნესტის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე “როიტერი” წერს.
ორი ქვეყნის ლიდერმა ხაზი გაუსვა მისნკის ხელშეკრულების რეალიზაციის აუცილებლობას, ამასთანავე, ობამამ აღნიშნა, რომ დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, ობამამ და პუტინმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. “ვლადიმირ პუტინმა ხელახლა გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ აუცილებელია ფართო კოალიციის შექმნა ისლამურ სახელმწიფოსთან და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია უახლოეს მომავალში დადგინდეს ტერორისტული სტრუქტურების სია, ასევე მნიშვნელოვანია ორმაგი სტანდარტების მოსპობა ამა თუ იმ ჯგუფის კვალიფიკაციისას” – ნათქვამია შეტყობინებაში.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივი დროით 11.00 საათზე (09.00 საათზე საქართველოს დროით), ინდონეზიის დედაქალაქში 6 აფეთქება მოხდა(ფოტო)
შემდეგი სტატიააშშ-მ ირანთან ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა