პუტინის მომხრეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში და მოწინააღმეგეებს საზღვარზე არ უშვებენ – აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, საქართველოში რუსი აქტივისტის იგორ მიგლანის არშემოშვებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დევნის პუტინის მოწინააღმდეგეებს საქართველოში და ის, რომ ეს ხალხის საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, ეს არის მოცემულობა. მე თავად არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი შსს-ში სწორედ ამ კითხვით, თუ რატომ ხდება ისე, რომ პუტინის მომხრეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში და მოწინააღმეგეებს საზღვარზე არ უშვებენ და პასუხი არის, როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე – კანონზე მითითება, – ამბობს თეონა აქუბარდია.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ გვეუბნება, მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ და 40%-ზეც კი არ არიან – დაუშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ზოგიერთი რაიონის ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება