პუტინი: სააკაშვილის უკრაინაში მუშაობა უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 15:17

პუტინი: სააკაშვილის უკრაინაში მუშაობა უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა

პუტინი: სააკაშვილის უკრაინაში მუშაობა უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაადღეს, 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რიგით მე-11 დიდი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელშიც ათასზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გერმანული “დოიჩე ველე” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთან სიტუაციის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებაზეა. “ჩვენი მიზეზით არ გართულებულა საქართველოში სიტუაცია. საქართველოს ყოფილ ხელსიუფლებას და მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს ასეთი ავანტიურული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღოთ, რამაც გამოიწვია, ფაქტობრივად, საქართველოს დაშლა. დღეს, ჩვენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებიდან ვიღებთ სიგნალს. და ეს სიგნალები მიღებულია. ორი მესამედი ღვინისპროდუქტების და ღვინოების რუსულ ბაზარზე საქართველოდან შემოდის. ჩვენ მზად ვართ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ საქართველოსთან – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და უკრაინას და თქვა, რომ სააკაშვილის უკრაინაში მუშაობა “უკრაინელი ხალხის სახეში შეფურთხებაა”. “45 მილიონი ადამიანიდან არ შეიძლებოდა 5-10 წესიერი, ეფექტური მმართველის მოძებნა?”- თქვა პუტუინმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 15:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics