პუტინს შეკითხვა საქართველოდან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 15:01

პუტინს შეკითხვა საქართველოდან

putinდღეს, 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რიგით მე-11 დიდი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც ათასზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პრესკონფერენციის 13.30 წუთზე საქართველოს შესახებ დაისვა შეკითხვა.
– შეკითხვა საქართველოდან. სამი წლის წინ საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ხალხს ეგონა, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმს მოხსნიდა. რას ელოდება მოსკოვი თბილისისგან და რას უნდა ველოდოთ მოსკოვიდან?

პუტინი: ჩვენ არ დაგვიძაბავს სიტუაცია. ეს ყოფილი ხელისუფლების ბრალია, ისტორიული ბრალი. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიულ მთალიანობას (აჰ, მაპატიეთ, საქართველოსი) – ეს საქართველოს საქმეა, ასევე აფხაზეთის და ოსეთის.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმს: ჩვენ მზად ვარ ის გავაუქმოთ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 17, 2015 15:01

Google სტატისტიკა


5,195
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics