“პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გადაწყვეტილებით, ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია”

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გადაწყვეტილებით, ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

„იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა მიიღო, პროპორციული არჩევნების ჩაგდებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაბრუნებაც არის ძალიან ძნელი. ეს არის დამაზარალებელი პირველ რიგში ქვეყნისთვის და მეორე რიგში, მმართველი პარტიისთვის, და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის არის სერიოზული რეპუტაციული ზიანის მომტანი გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ცმობისთვის, ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

banner
წინა სტატიაშიაქციის დაშლის დროს დაკავებულები სხვადასხვა რეგიონალურ იზოლატორში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაპატრიარქის დავალება ბავშვებს-“დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ… “