პატრიარქის დავალება ბავშვებს-“დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ… “

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II უკვე 11 წელია, რაც საყოველთაო ნათლობას აღავლენს და ამ ხნის განმავლობაში პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა თითქმის 40 ათას ბავშვს აღწევს.

გარდა ამისა, ხშირად კათოლიკოს პატრიარქი ლოცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ბავშებს და მათ ქადაგებით მიმართავს.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ასეთი ქადაგება გაიხსნეს, სადაც მისი უწმინდესობა ბავშვებს კონკრეტულ რჩევა-დარიგებას აძლევს:

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა უფალმა საქართველოს. ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც…

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ხშირად ჩამოდით თბილისში. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი არის წმიდა სამების სახელობის. ერთად შეკრული ხელის პირველი სამი თითი წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოს. ახლა ყველამ ერთად გადავიწეროთ პირჯვარი და ჩემთან ერთად გაიმეორეთ სიტყვები:

„სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ“.

ამჯერად რასაც ვიტყვი, ისიც გაიმეორეთ:

„უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ“.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო!

ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ, აუცილებლად ილოცეთ. პირველი ლოცვა კი ასე თქვით: „უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!“ ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის.

banner
წინა სტატიაში“პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გადაწყვეტილებით, ამოვუშვით ბოთლიდან ჯინი, რომლის უკან ჩაგდებაც ძნელია”
შემდეგი სტატიალადო პაპავა მიიჩნევს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო