პროფესორი, რომელიც თვითმფრინავში განტოლებას ხსნიდა, ტერორისტი ეგონათ

პროფესაშშ-ში რეისი, რომლის ბორტზეც პროფესორი იმყოფებოდა, დააკავეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მეზობელს სწავლულის მოქმედებებში ეჭვი შეეპარა, რომელიც ამ დროს დიფერენციალურ ტოლობებს აკეთებდა.
იტალიელი გვიდო მენციოს თქმით, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორია, ის ფილადელფიადან სირაკუზაში მიფრინავდა. სავარძელში დაჯდომისთანავე მან გამოთვლები დაიწყო, რომლის შემდეგაც გაიგო, რომ გვერდით მჯდომმა ქალმა ეკიპაჟის წევრებს წერილი გადასცა. მისი თქმით, ქალმა მათ თავდაპირველად აცნობა, რომ თავს ცუდად გრძნობს, თუმცა, შემდეგ საკუთარი ეჭვიც გამოთქვა მეზობელთან დაკავშირებით, რომელიც გამალებით წერდა ქაღალდზე რაღაც ციფრებს.
ამის შემდეგ პროფესორთან უცნობი ადამიანები მივიდნენ და კითხვა დაუწყეს, თუ რას აკეთებდა მიმდინარე მომენტში. მას შემდეგ, რაც პროფესორმა აჩვენა რასაც აკეთებს, თვითმფრინავი აფრინდა, თუმცა, რეისი დაახლოებით 2 საათით გადაიდო. ვაშინგტონში მიცემულ ინტერვიუში, მენციომ თქვა, რომ პილოტი შექმნილი მდგომარეობის გამო თავს უხერხულად გრძნობდა.
„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კი პროფესორმა დაწერა, რომ არ ჯერა, რომ ეს სასაცილო ისტორია მას შეემთხვა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ შეშფოთებასაც გრძნობს: „ქალი მიყურებდა, უყურებდა მე რას ვაკეთებ, როგორ ვწერ ჩემს საიდუმლო ფორმულებს და გადაწყვიტა, რომ რაღაც მაქვს ჩაფიქრებული“.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით „ამერიკან აირლაინზის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალი სხვა რეისით გადაფრინდა.

banner
წინა სტატიაშიფხენიანი ატომური იარაღის მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოყენების პირობას დებს
შემდეგი სტატიალონდონის ახალი მერი – ვინ არის ის