პროკურორი ნიკა მელიაზე – ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა, – ეს განცხადება პროკურორმა ამირან გულუაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გააკეთა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა ამ პროცედურის ინიცირება ხორციელდება, არის ის , რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ წინადადებით, მიიღოთ გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობით შეცვლის შესახებ”.- განაცხადა გულუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმელია – ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს სხდომაზე დასწრებას, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და არ უშვებენ
შემდეგი სტატიამელიას ადვოკატი – პარლამენტში არ გვიშვებენ, სამართლებრივი პროცედურები არ აინტერესებთ