მელია – ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს სხდომაზე დასწრებას, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და არ უშვებენ

ნიკა მელია საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა.

“ზოგჯერ სურათი საკმარისია, იმისთვის, რომ რეალობა კარგად დავინახოთ. რეალობით გესმის, არათუ ხედავ.ის, რომ ჩემი სამი ადვოკატი ითხოვს სხდომაზე დასწრებას, სადაც პროკურატურაა წარმოდგენილი და არ უშვებენ, თავად განსაჯეთ, რატომ ხდება ეს. ჩვენს მხარეს უამრავი არგუმენტი არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ ყველა დარწმუნდებოდა, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სამართალთან”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ წუთებში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერები იკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. “ქართულ ოცნებას” პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ჩემი ფეხით ციხეში არ შევალ
შემდეგი სტატიაპროკურორი ნიკა მელიაზე – ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა