პროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შეხვდნენ.

როგორც უფლებადამცველებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც მსჯავრდებულს, უფლებები ეზღუდება და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ მას საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ ჰქონდეს.

“შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლება უარზეა გამართოს მიხეილ სააკაშვილის პროცესები, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გამოსვლაზე. ჩვენ გუშინვე ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესის ჩანიშვნა, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნით და პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენ ვადები არ გვაქვს და 10 ნოემბერს ჩავატარებთ პროცესს.

ასევე პიჯაკების საქმეზე მოვითხოვეთ პროცესის ჩანიშვნა და ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. დღეს ციხემ მიიღო პროკურატურიდან მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიბითაძე: „ჩვენი გუნდი და ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ტურში კახა კალაძე გაიმარჯვებს“
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სტენსილი თელავში – წარწერა ” ბოლო იმედი”