ბითაძე: „ჩვენი გუნდი და ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მეორე ტურში კახა კალაძე გაიმარჯვებს“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როგორც თბილისს ასევე საქართველოს დიდ ქალაქებს სტრატეგიული განვითარების ხედვის ღირსეული მერები ეყოლება.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს, სადაც როგორც მე, ასევე ჩვენი გუნდი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, დარწმუნებულები არიან, რომ კახა კალაძე მეორე ტურში, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქში, „ქართული ოცნება“ იქნება გამარჯვებული. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, კახა კალაძეს უამრავი გაკეთებული საქმე აქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი მერი, რომელმაც მმართველობაში სისტემური ცვლილებები განახორციელა და ქალაქის განვითარების სტრატეგიული ხედვა გააჩნია, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მაინც მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, თუმცა ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია. ყოველივე ეს კი ვფიქრობ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებული ხელოვნური პოლიტიკური რყევებით არის გამოწვეული. მათ შორის, სხვადასხვა გამარჯვებისთვის უპერსპექტივო კანდიდატების წამოყენების მიზეზით. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად გადალახვადია მეორე ტური და ძალიან მალე ყველანი ერთად ვიზეიმებთ, რომ როგორც თბილისს, ასევე ყველა დიდ ქალაქს ეყოლება ღირსეული მერები, რომლებსაც ამ ქალაქების სტრატეგიული განვითარების ხედვა გააჩნიათ და შეპყრობილები არ არიან პოლიტიკური ინსინუაციებით“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან დაკავებული სამი პირიდან ერთი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაპროკურატურის მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარის უფლება შეეზღუდა