პროკურატურა პრეზიდენტს უწყების მიმართ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშულებს

საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტს უწყების მიმართ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშულებს. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გიორგი მარგველაშვილის საპასუხო განცხადება გაავრცელა.

“საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას,” – წერია განცხადებაში.

ქვეყნის პირველმა პირმა სამშაბათს გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილისა და ე.წ. პიჯაკების საქმეზე ისაუბრა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ ამ საქმემ საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ​​NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლო „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის შვილის, დავით ხარშილაძის საქმის განხილვას იწყებს