დღეს ​​NDI კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დღეს დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე წარადგინა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურა პრეზიდენტს უწყების მიმართ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშულებს