პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ვიწროპარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს არ ადასტურებენ. პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ უპასუხა:

“მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც არის განზრახული ყოფილიყო მაღალი სანდოობის და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. აქედან მომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, იმ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აჩენს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდეც არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი უფრო აღრმავებს და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ როგორც ჩანს, იმავე პრაქტიკით გაგრძელდება ეს საქმიანობა. ძალიან დასანანია ამავე დროს ის რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკამოდ ვიწროპარტიული თუ ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიაში ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე
შემდეგი სტატია“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თავიდანვე იყო ჩადებული, რომ მასში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა”