ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიაში ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ყველა საკითხი განხილული იქნება ფართო ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის მთავარი ამოცანაა, რომ დადოს შესაბამისი შედეგი.

„კომისიის მუშაობის, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ეფექტიანად იყოს წარმართული კომისიის მუშაობა. რა თქმა უნდა ამაზე მე ავიღებ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა პასუხისმგებლობას ავიღებ თვითონ დოკუმენტის შინაარსზეც. ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც იქნება ნეგატიურად შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ასეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში. ამაზე შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ფართო ჩართულობით.

„წინასწარ გადაწყვეტილება ჩვენ არ გვაქვს, ყველაფერი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე. იმ ფორმატში, რომელიც არის შემოთავაზებული. სწორედ განხილვებისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის არის რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი და სხვა საკვანძო დებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: ინფორმაცია, რომ თელავის საბავშვო ბაღებში რაციონი შეამცირეს, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარეს ვიწროპარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს