პრეზიდენტი მისი თანამშრომლების ეგიდით თავს ესხმის, ძალიან რაციონალურ სწორ და სახელმწიფოებრივ ხედვას – ზაზა გაბუნია

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად მოამზადოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც გუშინ დაანონსდა.
დეპუტატები არ მალავენ, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მათივე შეფასებით, სახელმწიფოებრივ ხედვას აზარალებს.
“ის მისი თანამშრომლების ეგიდით თავს ესხმის ჩემი აზრით, ძალიან რაციონალურ სწორ და სახელმწიფოებრივ ხედვას. ამოცანა და ინტერესი უნდა იყოს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომ ასეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხს, ძალიან საყურადღებო თემას მივუდგეთ არა ანგაჟირებულობის ხარისხით, არამედ თავად საკითხის შინაარსის მიხედვით,“ – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ინიციატივის დაანონსებისას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს შეუშლის, ციხეში უფრო მკაცრი სასჯელით მოხვდებიან.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო მონიტორინგის საკითხს განიხილავენ
შემდეგი სტატიაელიავას ბაზრობასთან ხანძარი გაჩნდა – დამწვარია რამდენიმე ავტომანქანა