აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო მონიტორინგის საკითხს განიხილავენ

საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელზეც რუსეთს ხელი ჯერ არ მოუწერია, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. საუბარია კონტრაქტზე, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა.

აბაშიძე ამბობს, რომ კარასინთან შეხვედრაზე დააყენებს საკითხს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აღნიშნული საკითხები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„ჩემი მხრიდან ალბათ გაკეთდება კომენტარები იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხდება. ამას ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე საუბრის დასაწყისში მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან რთულია ამას გვერდი აუარო.

“რატიფიცირება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის შესახებ, ახლა გავიგეთ ინფორმაცია, რომ ე.წ. საბაჟო პუნქტი იქმნება ცხინვალის რეგიონში. არის თემები, რომელიც ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

banner
წინა სტატიაში“კარგა ხანია უკვე წამოვედი სამსახურიდან” – ჭიკაიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი მისი თანამშრომლების ეგიდით თავს ესხმის, ძალიან რაციონალურ სწორ და სახელმწიფოებრივ ხედვას – ზაზა გაბუნია