პრეზიდენტი – დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო – ეს ისტორიის გვერდია, რომელიც იხურება

საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო.

ეს ისტორიის ის გვერდია, რომელიც იხურება, ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება.

ვფიქრობ, რომ ბრიტანელი და თანამეგობრობის სამეფოების ხალხს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავდათ მისი უდიდებულესობის მსგავსი დედოფალი”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს სამართლებრივად პასუხი უნდა გაეცეს – ზურაბიშვილი