პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ითხოვს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ სხდომათა დარბაზი დატოვოს.
როგორც წილოსანმა განაცხადა, პარლამენტში დაპირისპირების დროს თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრ მარიამ ლაშხზე ფიზიკურად იძალადა.
წილოსანის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში გაარტყა.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ერთმანეთს საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.