აქციაზე დაკავებული ამერიკის შეერთებული შატატების 2 მოქალაქე დიღმის იზოლატორში რჩება. მათთან შესულ ადვოკატს დაკავებულებმა შოკისმომგვრელი ამბავი უთხრეს. ირკვევა რომ დაპატიმრებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სპეცერაზმი ქართულად საუბარს აიძულებდა, ვერ შეძლეს, რასაც მათი ცემის ახლი სერია მოჰყვა, ურტყამდნენ თავში წიხლებს და ხელკეტებს.
“ორი ამერიკის მოქალაქე იმყოფება დიღმის იზოლატორში. ორივე მათგანს აღენიშნება დაზიანებები თავის არეში. ერთ-ერთს შემოხეული აქვს ტანსაცმელი. ორივე ამბობს, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ სპეცრაზმელების მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მას აიძლებდნენ, რომ ქართულად ელაპარაკა და იმის გამო, რომ მან ქართული არ იცის, ვერ საურბობდა, მაგრამ არ უჯერებდნენ და ურტყამდენენ. ეს ადამიანები იმყოფებოდნენ აქციაზე, ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელია და აქ ცხოვრობს, ხოლო მეორემ ჩემთან საუაბრში განმარტა, რომ იგი არის ჩამოსული, როგორც ტურისტი”.- ამბობს ადვოკატი.