პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ თანამდებობას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაიკავებს, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალურ წარდგენამდე განმარტებები არ კეთდება.
ანა დოლიძის გარდა, განიხილებოდა კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დოლიძეზე შეჩერდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს. მას 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიპუტინს საარჩევნოდ სკანდალური ,,კონკურენტი,, გამოუჩნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს