თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურისგან დაჭრილი ახალგაზრდის დაზარალებულად ცნობას მოითხოვს. უწყებას ოფიციალური მოთხოვნით მაჩალიკაშვილის ადვოკატი დღეს მიმართავს.
საუბარია სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. დაჭრილის მამის მტკიცებით, სპეცოპერაციისას, გასროლის შემდეგ სპეცრაზმელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც სწორედ მომხდარს უკავშირდებოდა.
უფლებადამცველის თქმით, ასევე დაიწყება მომხდარის ინტენსიური გამოძიება. დააცვის მხარე დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად პანკისის ხეობაში ჩასვლას გეგმავს.
„მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ ოფიციალურად იქნეს ცნობილი დაზარალებულად და აგრეთვე გამოვითხოვთ ინფორმაციას თუ რამდენად არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან, ჩვენ ეს პასუხი ოფიციალურად არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ეს ვრცელდება, რა მუხლით უშუალოდ. დაცვის მხარე იწყებს ინტენსიურ გამოძიებას, დაკითხვის ოქმების წარმოებას, აგრეთვე ხელმეორედ პანკისის ხეობაში ჩასვლას ექსპერტთან ერთად,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის დაკითხვა გადაიდო