პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინა ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია

პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ხიდაშელი არც შეხვედრის დაწყების წინ და არც დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ კი თავდაცის მინისტრმა სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დავით უსუფაშვილის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გააზიარა.

შეგახსენებთ პრემიერთან საუბრის შემდეგ მედიას მხოლოდ დავით უსუფაშვილი და ხათუნა სამნიძე შეხვდნენ. მთავარი ყურადღება მათ იმაზე გაამახვილეს, რომ “რესპუბლიკური პარტია” პარტია “ქართულ ოცნებასთან” სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადის, რის თაობაზეც ორპარტიული შეთახმება შედგება.

banner
წინა სტატიაშიხვალ ევროკავშირი შენგენის აღდგენის გეგმას გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებით იყო”