პრემიერი ქუმსიშვილს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
„მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. კოორდინაცია ეკონომიკურ გუნდს შორის არის ძალიან კარგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა, რათა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ჩვენგან მიდის პარლამენტში, ასევე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სრულფასოვნად მუშაობდეს და ეს წარმატება გამოხატულებაა ამ ძალიან კარგი კოორდინაციის“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : აუცილებელია, შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები და სასწრაფოდ გატარდეს რეფორმა