პრემიერ-მინისტრმა აბაშაში მდებარე საწარმო დაათვალიერა

news
ავტ.: news ივნისი 25, 2016 14:51

პრემიერ-მინისტრმა აბაშაში მდებარე საწარმო დაათვალიერა

სახელმწიფო პროგრამის– „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმო “ვესტ ჯორჯიან ბეიკერი“ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დაათვალიერა.

როგორც “თაიმერს” მთავრობის ადმინისტრაციიდანა ცნობეს, აბაშაში მდებარე საწარმო 2015 წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 44 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 730 000 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა საწარმოს დირექტორმა ვახტანგ პატარაიამ გაუწია. მისი განმარტებით, კომპანია სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს უშვებს.

საწარმოში სტუმრობისას პრემიერ-მინისტრმა აბაშელებს მხარდაჭერა აღუთქვა ყველა საინტერესო ბიზნსპროექტის განხორციელებაში. მისი განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციასთან და სამუშაო ადგილების გაჩენასთან.

news
ავტ.: news ივნისი 25, 2016 14:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics