პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

კანცელარია

პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შედის , რომლის განხილვაც დღეს საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო.

მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.“

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამის თაობაზე საჯაროდ განცხადების, ან საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისათვის წერილობითი განცხადებით მიმართვის მომენტიდან და მას უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.

banner
წინა სტატიაშითუ მოსახლეობის მხარდაჭერა არ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დავაყენებ – დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიაბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო – ჭიაბერაშვილი